X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
პრესცენტრი სიახლეები & ღონისძიებები განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმის მონაწილეებს მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმის მონაწილეებს მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ

ძებნა

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმის მონაწილეებს მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ

21 ივლისი 2018

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საბჭოს წევრები, კურსდამთავრებულებთან ერთად, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი იქნებიან.

ასოციაციის პრეზენტაცია სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, გუდაურში გაიმართა. მთავრობის წევრებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც ცენტრის სტიპენდიანტები, ასევე 2018-2019 სასწავლო წლის ხუთი სასტიპენდიო კონკურსის  გამარჯვებული სტუდენტები.

ასოციაცია, სხვა მიმართულებებთან ერთად, ცენტრის სტიპენდიანტთა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ფორმატებზე იმუშავებს.

 „650 ბენეფიციარი, რომელთაც მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სხვადასხვა დარგში მაღალი დონის განათლება მიიღეს, ძალიან საინტერესო რესურსია. გთხოვთ, დაინტერესდეთ ვაკანსიებით, რომელიც ჩვენს სამინისტროსა და საქვეუწყებო დაწესებულებებში ცხადდება. ბევრი მიმართულებით და პირველ რიგში რეგიონების, მათ შორის - მთიანი დასახლებების განვითარებისთვის გვჭირდება ახალი ხედვებითა და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდების თანადგომა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტების ჩართულობა მისასალმებელი იქნება დეცენტრალიზაციის, რეგიონული განვითარებისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

„თქვენი სახით ქვეყანას გააჩნია შესანიშნავი აქტივი და ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება არ გამოვიყენოთ ეს რესურსი. თანამშრომლობის დიდი სივრცე არსებობს სხვადასხვა მიმართულებით და ვხედავ კარგ შესაძლებლობებს პრაქტიკაში აისახოს ის ცოდნა, რაც თქვენ გაგაჩნიათ“ - განცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ასობით  სასწავლო სტიპენდია გასცა. მათგან 150-მდე ბენეფიციარმა უკვე დაასრულა სწავლა. გრანტის გაცემის წესების თანახმად, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები სამშობლოში ბრუნდებიან და შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლამდე ვადით საქმიანობენ.